ზუგდიდის მერია კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
დღეს სამეგრელოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 3 ზუგდიდის მერიას უკავშირდება. ინფირიცირებულები სწორეს, მერიის თანამშრომლები არიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გეგა შენგელიას განცხადებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის დისტანციურ მეთოდზე გადავიდა.
როგორც შენგელიამ მედიასთან განმარტა, ინფიცირებული თანამშრომლების კონტაქტი დანარჩენ თანამშრომლებთან მინიმალური იყო, შესაბამისად ინფიცირების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას არ ვარაუდობენ.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც სამი შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს. მერიაში აქამდეც ვიყავით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასული და მხოლოდ 30% -იანი დატვირთით ვმუშაობდით. შესაბამისად ინფიცირებული თანამშრომლების კონტაქტი დანარჩენ თანაშრომლებთან არის მინიმალური, თუმცა ჩვენ ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად მოხდეს გამოვლენა ყველა შესაძლო შემთხვევის“, – განახადა გეგა შენგელიამ.
შენგელიას თქმით, მერიის ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება უტარდება, ხოლო ზუგდიდის მერიის ადმინისტრაცულ შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.