„დეხვირის ციხეთა კომლექსს“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის ტერიტორიაზე დაცულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს – ,,დეხვირის ციხეთა კომპლექსს’’ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია საქართველოს მთავრობის ა.წ. 27 აგვისტოს დადგენილებით მიენიჭა. დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
„ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია არა მარტო მუზემისთვის, არამედ ლეჩხუმისათვის, საქართველოს მთავრობის ეს დადგენილება ადგილობრივებს დიდი პერსპექტივებს სთავაზობს ტურისტული და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით“-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა.მისივე განმარტებით
ადგილობრივი და სამხარეო ხელმძღვანელობა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს მაჟორიტაროსბის კანდიდატი რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში, გოჩა ენუქიძე დეხვირის მუზეუმის ინოვაციურ წამოწყებების განხორციელებაზე სრულ მზაობას გამოთქვამენ.
არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის დირექტორი ამავე სოფლის მკვიდრი გიორგი გასვიანია, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის „დეხვირის ციხეთა კომპლექსის“ წარმოჩინების საქმეში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები