მცხეთაში მეორე საერთაშორისო სემინარი –„დემოკრატიის განკარგვა ადგილობივ დონეზე: გამჭვირვალე მმართველობა“ გაიმართა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მეორე საერთაშორისო სემინარი –„დემოკრატიის განკარგვა ადგილობივ დონეზე: გამჭვირვალე მმართველობა“– გაიმართა.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ესტონელმა კოლეგებმა საკუთარი გამოცდილება და სამომავლო სტრატეგიული ხედვები გაუზიარეს.
ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონის პირველ პირებთან ერთად, შეხვედრას მეწარემეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოახდინონ ცვლილებების ინიცირება დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საკუთარ თავზე აიღონ დემოკრატიზაციის პროცესის მართვა და არ დაელოდონ ცენტრალური მთავრობის მითითებებს.
შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრსა და მცხეთის მუნიციპალიტეტს შორის. შეთანხმებას ხელს მოაწერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიოგრი კაპანაძემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის წარმომადგენელმა, გერც ანტონმა.
ესტონელ მოდერატორებთან და ექსპერტებთან ერთად, შეხვედრას დასწრო ნორვეგიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
„ეს არის ამ პროექტის ფარგლებში პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვსტუმრობთ საქართველოს და ვუზიარებთ ესტონეთის 30-წლიან გამოცდილებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით. არამხოლოდ საქართველოში არამედ სომხეთსა და უკრაინაში მოხდება მერების, ყოფილი მერებისა და ექსპერტების მოწვევა და გამოცდილების გაზიარება. შემდგომ მოხდება ამ გამოცდილების რეალობაში გადმოტანა საქართველოს, სომხეთსა და უკრაინაში“, – განაცხადა ესტონური ცენტრის დირექტორმა, გერც ანტუმ.
ნორვეგიის ელჩის განცხადებით, ესტონეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება.
„ნორვეგიული მხარე ჩართული ვართ ამ პროექტში. ეს არის სამმხრივი თანამშრომლობა, ესტონეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის და იგი ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და ზოგადად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ჰელენ სანდ ანდერსენმა.
ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, მოახდინონ ცვლილებების ინიცირება დემოკრატიის განმტკიცებისთვის, საკუთარ თავზე აიღონ დემოკრატიზაციის პროცესის მართვა და არ დაელოდონ ცენტრალური მთავრობის მითითებებს. პროექტი ხორციელდება 2019 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე. გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის ამაღლებაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვით და მედიასთან კომუნიკაციით, აგრეთვე შესაბამისი ანგარიშების გამოქვეყნების გზით ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ ადგილობრივი საზოგადოების ნდობის გაზრდა.
პროექტი პრაქტიკაში უჩვენებს რეგიონებში მცხოვრებ ხალხს, რომ ერთობლივი მუშაობით, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს სრულყოფილი, სასურველი საკანონმდებლო ჩარჩოების გარეშეც. ისინი შეუძლებენ დარწმუნებას, რომ ინკლუზიური მიდგომის გამოყენებით, პოლიტიკა და გადაწყვეტილებები შესაძლოა მაქსიმალურად ეფექტური გახდეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ხელს შეუწყობს უფრო თანაბარი და ინკლუზიური მმართველობის ჩამოყალიბებას. სომხეთი, უკრაინა და საქართველო, ესტონეთის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეისწავლიან ადგილობრივ მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებას ესტონელი ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც გამოცდილება აქვთ ესტონეთის პოსტსაბჭოთა სისტემიდან დასავლური დემოკრატიისკენ გადასვლის დროს განვითარებული მოვლენებისა და დემოკრატიის მართვაში. ესტონეთის პრაქტიკაზე დაყრდნობით, თუ რამ მოიტანა ესტონეთში დემოკრატიული ცვლილებები, პროექტი აჩვენებს, რა სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებას ადგილობრივი თემისთვის.
პროექტი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებასთან და მასმედიასთან ღია და სისტემურ კომუნიკაციას, კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, შეცვალოს საზოგადოებაში დამოკიდებულება და განამტკიცოს საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ.
ECEAP-ი, 2015 წლიდან, შეიმუშავებს და ახორციელებს შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს კარგი მმართველობისა და დემოკრატიული განვითარების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში, ესტონეთის პოსტ-ტრანზიციისა და რეფორმების გამოცდილების გაზიარების და „კოლეგა-კოლეგისთვის“ დახმარების პრინციპის მეშვეობით, ესტონეთის ადგილობრივი თვითმმართველობების ექსპერტების/ სპეციალისტების ჩართულობით, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ესტონეთის დემოკრატიული რეფორმის პროცესების მართვაზე სხვადასხვა სფეროში. ესტონეთის გამოცდილება და ექსპერტიზა სანდოა და მოტივატორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.