სამეგრელოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გუშინ გაიტესტა სულ 728 მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში, საიდანაც კორონავირუსზე 17 დადებითია, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
თორიას ინფორმაციით, კორონავირუსის ორი შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის სკოლას უკავშირდება სადაც ორ მოსწავლეს დაუდასტურდა, მაითი დაინფიცირება ქობულეთელ მასწავლებელს უკავშირდება.
“14 მათგანი ზუგდიდში გუშინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, (მამაკაცის და ქალის), ხოლო ორი მათგანი ეკუთვნის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის სკოლის მოსწავლეს. მოსწავლეების დაინფიცირება მოხდა ქობულეთელი მასწავლებლის მიერ,რომელიც ამ სკოლაში არის მოწვეული. ხაიშის სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე,ხოლო მასწავლებლის ყველა კონტაქტი შემოწმებულია. კიდევ ერთი ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი. ასევე, კორონავირუსი მერიის 3 თანამშრომელს დაუდასტურდა, ნაწილი თანამშრომლებისა აუცილებლად გადავლენ დისტანციურ მუშაობაზე, რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს აქტიურად ხორციელდება იგი. რაც შეეხება ზომების გამკაცრებას, ყველა პირი ვინც მუშაობს კერძო თუ საჯარო სექტორში, ყველას მოუწევს ჯანდაცვის დამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მალხაზ თორიას ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში არიან მოთავსებული.