ცაგერში ასფალტის საფარის განახლების სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ასფალტის განახლების სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციებზე აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის, ხვამლის ბეტონიზირებული გზის გადასახვევიდან ქვემო სვანეთის შესასვლელამდე და ქალაქ ცაგერის ცენტრალური გზის ნაწილზე.

“ გზის აღნიშნული მონაკვეთი მიუხედავად იმისა, რომ ასფალტიზირებული იყო, რამდენიმე ადგილზე აღინიშნებოდა დაზიანებები, რამაც დღის წესრიგში საფარის განახლების საჭიროება“,-აცხადებენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.
სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები