ირაკლი ქადაგიშვილი: ყვარლის მუნიციპალიტეტის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მასშტაბური პროექტი იწყება
მმართველი გუნდის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ყვარლის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ქადაგიშვილმა ადგილობრივებთან ერთად ქალაქში არაებულ ძირითად გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე იმსჯელა. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ყვარელში მომავალი წლიდან წყალმომარაგების საკითხი სრულად მოგვარდება.
” ყვარელში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა წყალმომარაგების საკითხი, სრულყოფილი პროექტი მომზადდა 2018 წელს წყალმომარაგების საკითხზე, რომლის ღირებულებაც 70 000 000 ლარია, დონორი აზიის განვითარების ბანკია, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავეთ, ამ წლების განმავლობაში და წელს უკვე გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე და მომავალი წლიდან ყვარელს ექნება დაწყებული პროექტი, რათა სრულყოფილი წყალმომარაგების სისტემა ქონდეს ქალაქს”,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.