აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ოპერატორია.
ამ დროისთვის, ტელევიზიის 4 თანამშრომელი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ეპიდკვლევა, თუმცა აჭარის ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.