მმართველი პარტიიდან „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ გადასული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ ორმოცდაათამდე მოქალაქემ დატომა. მათი განცხადებით „ნაცმოძრაობის“ 9 წლიანი “სისხლიანი რეჟიმი” მმართველობა დღემდე ახსოვთ და არ სურთ ძველ დროში დაბრუნდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაშავერაში მცხოვრებმა კაკო სიმონიშვილი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ კახა ოქრიაშვილიმა “ნაციონალებთან” გადასვლით უღალატა თავის მხარდამჭერებს.
„წლების მანძლზე ვიყავით კახა ოქრიაშვილის მხადამჭერები. დღეს კახა ოქრიაშვილმა უღალატა თავის მხარდამჭერებს და გადავიდა ოპოზიციურ პარტიაში. რაც ყველაზე მთავარია კენჭს იყრის 5 ნომრით, რის წინააღმდეგიც ვართ ყველა, ვინც აქ შევიკრიბეთ. ჩვენ არ გვინდა პირსისხლიანი მთავრობა მოვიდეს ისევ ხელისუფლებაში. 9 წელი ტერორის ქვეშ ვიყავით, გვეშინოდა გარეთ გასვლა და ხმის ამოღება აღარ გვინდა ჩვენი შვილები გაიზარდნენ პირსისხლიანი მთავრობის ქვეშ“, – გვითხრა კაკო სიმონისვილმა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, უკვე 400მდე ადამიანმა დატოვა.