ადიგენში კორონავირუსით კიდევ ერთი პირი დაინფიცირდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭეჭლას კიდე ერთი ადგილობრივის ტესტის პასუხი, რომელიც კორონავირუსზე აუღეს, დადებითი აღმოჩნდა. როგორც ირკვევა ისიც ბათუმში გამართულ საქორწინო ცერემონიაში მონაწილეობდა.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა და ტესტირებების ჩატარება.
“რეგიონულ კვირამ” დღეს დილით გაარკვია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში, დილის მონაცემებით 42 ადამიანი იყო გამოკვლეული, თუმცა ყველა მათგანის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. მოგვიანებით კი კორონავირუსი სხვა კონტაქტს დაუდგინდა.
ცნობისთვის, ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდგინდა. ჯამში კი ამ დრომდე ინფიცირებული სამი პაციენტია.