მარტვილის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტის ონოღიის, დიდი ჭყონის და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ,, რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი საბავშვო ბაღი შენდება. თითოეული მათგანი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნენ
საბავშვო ბაღების მშენებლობის ღირებულება 2 212 500 ლარს შეადგენს. პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა „თ.ბ. კაპიტალი, LIVE DESIGN” ახორციელებს.
ახალი ბაღები , ასევე ბანძის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდება, თითოეული 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოებისათვის ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.
გამოცხადებულია ტენდერი ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფიანსებით ხორციელდება.