ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი და მცირე საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა განთავსდება. კომპლექსს, ასევე სპორტული მოედანი ექნება, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. აქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

სამშენებლო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილე, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.

„მსგავსი პროექტების განხორციელება და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს”-განაცხადა ფოთის მერმა.
პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაო პროცესში 45 ადამიანია დასაქმებული. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: მოეწყო ევროსტანდარების შესაბამისი სარაგბო ბაზა, რეაბილიტირდა კრივის და ხელბურთის დარბაზი, აშენდა ფოთის საფეხბურთო ცენტრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები