ზუგდიდში გამოვლენილი კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო უცნობია

ზუგდიდში კორონავირუსისი 2 ახალი შემთხევვა გამოვლინდა. “ოქროს ბირჟა”, სადაც ინფიცირებული მამაკაცი მუშაობდა დალუქულია, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.

თორიას განმარტებით, მათი დაინფიცირების წყარო უცნობია.

“რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი მათგანი 50 წლამდე მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონი უმუშევარია. ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. რაც შეეხება მეორე დადსტურებულს 25 კონტაქტი ყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ოქროს ბირჟა, რომელიც მდებარეობს რუსთაველის 94 ში დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მუნიციპალიტეტის და რეგიონის ყველა მოქალაქეს, მოვუწოდებ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ერთ ინფიცირებულს წესების დაუცველობის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას დავიცვათ რეკომენდაციები”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.

21 სექტემბერს ჯამში 240 მოქალაქე გაიტესტა, საიდანაც მხოლოდ ორ მოქალაქეე დაუდგინდა ახალიკორონავირუსი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები