ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, “ნივას” მარკის ავტომობილის მძღომა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შემდეგაც ქვეითი სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.