სამეგრელოში 6 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, 3 – გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში გატესტილი 253 მოქალქიდან ექვსს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.
“სამი ინფიცირებული არის ფოთიდან, ისინი მიეკუთვნებიან ე.წ. ბათუმის კლასტერს. ორი ინფიცირებული არის ოკუპირებული აფხაზეთიდან, ისინი მიეკუთვნებიან ე.წ. საბერიოს კლასტერს, ხოლო კიდევ ერთი პირი რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არის სენაკის მკვიდრი, მისი კონტაქტები ამ ეტაპადე დაუდგენელია. ამ ეტაპზე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 133 მოქალაქე. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ბოლო მონაცემებით იქ 44 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო კლინიკში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
როგორც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელნა განაცხადა, 21 სექტემბერს აღებულ იქნა 340 ბიოლოგიური ნიმუში, მათი პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას, მალხაზ თორიას თქმით გრძელდება რეგიონის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საბავშვო ბაღებში.