ალექსანდრე მოწერელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩხოროწყუს მოსახლეობას შეხვედა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო მის სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
“ჩემი გუბერნატორად მუშაობის პერიოდიდან, ამ სოფლებში ადგილობრივებთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს უკვე რეაბილიტირებულია საბავშვო ბაღები, მოწყობილია გარე განათება, დაგებულია გზები, ასევე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ნაპირსამაგრი ჯებირები. ძალიან კარგი ფაქტია ის, რომ სოფელ ნაფიჩხოვოში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 65 ჰექტარზე განხორციელდა. მუნიციპალიტეტის მშენებლობის და კეთილმოწყობის სამუშაოების გაგრძელება მომავალი წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია”, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.