დავით გეგიძე მედიკოსზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას უარყოფს

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული ,,ნაცმოძრაობის” წევრი დავით გეგიძე ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას“ გეგიძის ადვოკატმა განუცხადა.  ბადრი ბერიძე ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ სიტყვიერი შელეპარაკების გამო დააკავეს.
,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ექიმის ცემის ფაქტს არ აღიარებს. მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. იყო სიტყვიერი შელაპარაკება რა დროსაც სამართალდამცველებია გამოძახება მოხდა. და ისე წაიყვანეს ბრალდებული რომ ნორმალურად არც კი გამოუძიებიათ რა ხდებოდა.  მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოძიება და მის უდანაშაულობასაც მალე დავამტკიცებთ“,- განაცხადა ბადრი ბერიძემ
შემთხვევა რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელში მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმმა დავით გეგიძეს კოვიდინფიცირებული მეგობრის მონახულების უფლება არ მისცა, რამაც გეგიძის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც გავრცელებული ინფორმაციით ექიმს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

ფაქტს ადასტურებენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კლინიკური მენეჯერის გია კიკაბიძის თქმით, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა და მისი ინფორმაციით, გეგიძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
დავით გეგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები