გია კიკაბიძე “ნაცმოძრაობის” წევრის დაკავებაზე: ექიმს სახეში დაარტყა რამდენჯერმე

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი ექიმის ცემის ფაქტზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააკავეს. ფაქტს ადასტურებენ ბათუმის საავადმყოფოშიც. ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი გია კიკაბიძე ამბობს, რომ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა გვიან ღამით მიაყენეს.
,,ფაქტის შესახებ დღეს დილით გავიგე, თურმე წუხელ მომხდარა. მამაკაცი მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში და მორიგე ექიმს სთხოვდა კოვიდინფიცირებულის მონახულებას, რაც კატეგორიულად არ შეიძლება. ჩემი ინფორმაციით, ექიმს სახეში დაარტყა რამდენჯერმე, ექიმი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, სხვა ინფორმაცია არ მაქვს, დანარჩენს გამოძიება გაარკვევს“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ჯუმბერ ბოლქვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა გვიან ღამით ერთ-ერთმა მნახველმა მიაყენა. მან ექიმს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა. დავით გეგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები