ქუთაისში დაჭრილი 20 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისში დაჭრილი ოცი წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას რეფერალურ ჰოსპიტალში ორი ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის ექიმის ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი ჭრილობა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
“გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით. მრავლობითი ჭრილობით გულმკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში”,-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
არსეებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.