ქუთაისში რესტორან “პალადიუმის” მიმდებარედ ახალაზრდა მამაკაცი დაჭრეს, მას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.