ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ცემის ფაქტზე საოლქო კომისიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით გეგიძე დააკავეს.
შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით გეგიძეს კოვიდინფიცირებული პაციენტის ნახვა სურდა, თუმცა ექიმმა უფლება არ მისცა. აღნიშნულმა ფაქტმა დავით გეგიაძე გააღიზიანა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.