“გადავწყვიტეთ “ქართული ოცნების” კანდიდატს, გოგი მეშველიანს მივცეთ ხმა” – კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა პროტესტი გრძელდება 

“ქართული ოცნებიდან” ოპოზიციაში გადასული კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ 20-მდე მოქალაქემ დატოვა.  წალკაში მცხოვრებმა ვაჟა დავლაძე „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ოქრიაშვილი “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანების გამო მას მხარს აღარ დაუჭერს. რადგან მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაში დაბრუნება, ნიშნავს იმ დროში დაბრუნებას, სადაც შიშით ცხოვრობდნენ.
მისი თქმით, “ნაცების” დროს არ არსებობდა სიტყვის თავისუფლება და მოქალაქეებზე სისტემატური ზეწოლა ხდებოდა.

„ადამიანი, რომელიც ერთი-პარტიიდან მეორეში გადავა, იმ ადამიანს ჩვენ ვეღარ ვენდობით და ამიტომ გადავწყვიტეთ “ქართული ოცნების” კანდიდატს, გოგი მეშველიანს მივცეთ ხმა. მე ძალიან კარგად მახსოვს. “ნაცების” დროს არ გვქონდა სიტყვის თავისუფლება, სადაც ვმუშაობდი არ შემეძლო გამოვსულიყავი და ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. სწორედ ამიტომ, არ მომწონდა სისხლიანი რეჟიმი და არც არასდროს მომეწონება“,- ამბობს ვაჟა დავლაძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, 300-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები