ავარია სოფელ მთისპირში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 4. დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.

მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები