ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ერთდროულად 2 სხვადასხვა ადგილას მდებარე მაღაზია გაქურდეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ორივე ობიექტიდან სიგარეტებია წაღებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.