მეუფე ანტონი: ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ არ მოსულა და უკვე მტრული განწყობა აქვთ ეკლესიის მიმართ

პოზიცია იქნება თუ არაპოზიცია და ექნება ჩვენთან თბილი დამოკიდებულება და არ იუკადრისებენ ჩვენთან ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის მათთან ერთად ვიქნებით –  ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა განაცხადა.
მეუფე ანტონის განცხადებით,ეკლესია მხარს ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს.

“როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ვიქნებით მასთან. ეკლესია ყოველთვის უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას. ვინც  უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, პოზიცია იქნება თუ არაპოზიცია და ექნება ჩვენთან თბილი დამოკიდებულება და არ იუკადრისებენ ჩვენთან ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის მათთან ერთად ვიქნებით. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ჯერ არ მოსულა და უკვე მტრული განწყობა აქვთ ეკლესიის მიმართ”, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები