ანი წითლაძე: გიგი უგულავა უკვე მერამდენედ კარგავ სახეს

შენი არადეკვატურობაც მესმის, იმის გათვალისწინებით რაც შენს თავს დამართე და ყოველდღიურად ახერხებ თავის გაბანძებას – ამის “ნაცმოძრაობის” ლიდერი ანი წითლაძე სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას განცხადების საპასუხოდ წერს.
უგულავა ფეუსბუქპოსტში ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა გეწაძის შესახებ საუბრობს.
წითლაძე წერს, რომ გიგი უგულავას “ნაცმოძრაობაში” ყოფნის დროს გეწაძე ზესტაფონის პარტიის თავმჯდომარე იყო და მაშინ პრეტენზია არ ჰქონია.

“უკვე მერამდენედ კარგავ სახეს და გავიწყდება რომ სამიზნე ბიძინაა. მაგრამ შენი არადეკვატურობაც მესმის, იმის გათვალისწინებით რაც შენს თავს დამართე და ყოველდღიურად ახერხებ თავის გაბანძებას.
ჯერ ერთი: შენ ვინ გკითხავს ენმ ვის დააყენებს კანდიდატად. შენ რომ ენმ ლიდერი იყავი გეწაძე მაშინაც ზესტაფონის პარტიის თავმჯდომარე იყო და ეს პრეტენზიები მაშინ არც ერთი არ გქონია. უფრო მეტიც. შენგან განსხვავებით გეწაძე მაშინაც პარტიის თავმჯდომარე და შტაბის ხელმძღვანელი იყო შენ რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ ჯართი გვეძახე. შენგან განსხვავებით არც პარტიისთვის უღალატნია, არც გუნდისთვის და არც ღირებულებებისთვის. ჯერ ჯართი არ უძახნია და მერე “იქნებ ზუგდიდი დამითმოთ” მუხლებზე ჩოქვით არ მდგარა. ჯერ კანდიდატი არ დაგვიყენებია ზუგდიდში და რასაც აქ შენ კადრულობ ეგეც გეყოფა გაბანძებისთვის.

შენგან ეს პოსტებიც მხოლოდ იმას მიანიშნებს რომ სწორ გზაზე ვართ, აი, შენ კი ყოველ დღე ფსკერს ხვრეტ ჩემო გიგი. გპირდები შედეგიც ისეთი გექნება ზუგდიდში მაგ ფსკერიდან ვერ ამოხვიდე, იმიტომ კი არა რომ შენს სიტყვას რამე ფასი აქვს, იმიტომ რომ ქართულ პოლიტიკაში შენნაირი არასწორი ტიპები აღარ იყვნენ”,- წერს წითლაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები