ოკუპირებული სოხუმის ერთ-ერთი სკოლა მასწავლებლის კორონავირუსით გარდაცვალების შემდეგ დროებით დაიხურა

ოკუპირებული სოხუმის #1 სკოლა, რომლის ერთ-ერთი პედაგოგი კორონავირუსით გარდაიცვალა, დროებით დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ სკოლის დირექტორ ნონა დელბაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსწავლეები თავიანთ სახლებში ორკვირიან კარანტინს გაივლიან.
ნონა დელბას განმარტებით, ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული გარდაიცვალა, ამის შესახებ დირექციას კვირას აცნობეს.
გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევები სკოლის ხუთ კლასში გამოვლინდა.
დელბას თქმით, მან ეპიდსიტუაციის შესახებ ე.წ. „განათლების მინისტრს“ აცნობა, რომელმაც მოსწავლეების 2 კვირით დათხოვნის განკარგულება მისცა.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 939 შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები