მალხაზ თორია: „კოვიდ19“-ის შემთხვევებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის სკოლებში, ავტობუსებსა და მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ თეკლათის ერთ-ერთ სკოლაში ორ მოსწავლეს გამოუვლინდა კორონა ვირუსი, აქედან გამომდინარე სკოლა გადასულია დიდტანციურ სწავლებაზე, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებემლა მალხაზ თორიამ განაცხდა.
თორიას ინფორმაციით, ბოლო დროს გამოვლენილი „კოვიდ19“-ის შემთხვევებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის სკოლებში, ავტობუსებსა და მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის ერთ-ერთ სკოლაში ორ მოსწავლეს გამოუვლინდა კორონა -ვირუსი, აქედან გამომდინარე სკოლა გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. გიდასტურებთ, მანამდე კი ამავე სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა. მათი ყველა კონტაქტი მოძიებულია და ნიმუშები აღებული. რეგიონში სააკორდინაციო შტაბი მუშაობს გამართულად, ყოველდღიური კომუნიკაციაა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რეგიონის მასშტაბით, გუშინ აღებული იქნა 233 ბიოლოგიური ნიმუში, ამ ეტაპზე კვლევის პროცესშია და დღის განმავლოაში გახდება ცნობილი გვყავს თუ არა ინფიცრებულები“, – განაცხდა მალხაზ თორიამ
რაც შეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კილინიკას, ამჟამად იქ 46 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალოას, ხოლო ცხელების მიმართულებით სამი პაციენტია მოთავსებული.
მალხაზ თორიას ინფორმაციით, რაც შეეხება რეგიონში კონტროლის გამკაცრებას, ამ ეტაპზე არ იგეგმება.