ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში 4 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრში კორონავირუსი 4 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათ შორის, ერთ-ერთი კლინიკის დირექტორია.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულ მედპერსონალს პაციენტებთან შეხება არ ჰქონია. ინფიცირებულთა კონტაქტები მოძიებულია. ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითოზოლაციაში იმყოფება.
“პერსონალს, რომელსაც ჯერ არ აქვს მიღებული ტესტის კვლევის შედეგი ის სამუშაოზე ვერ გამოდის, ანუ სამუშაოს ვერ ასრულებს. ეს რეგულირდება ჩვენი შიდა ბრძანებით. შესაბამისად, ის ადამიანი, ცხვირ-ხახის ნაცხის ამღები, რომელსაც დაუდასტურდა ვირუსი პაციენტებთან და თანამშრომლებთან შეხებაში არ ყოფილა. როცა შევიტყვეთ, რომ მისი პასუხი იყო დადებითი გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და ის ამ დროისთვის გადის მკურნალობას”,-აცხადებს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის გენერალური დირექტორი ბექა იოსელიანი.