ბათუმში კოვიდინფიცირებული ორსული გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსისგან ერთი ორსული განიკურნა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა აცხადებს, პაციენტი ბინაზე უკვე გაწერეს.
მისი თქმით, ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 20 ორსული მკურნალობს.
„ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ თითქმის უსიმპტომოდ აქვთ ვირუსი. 20 პაციენტი გვყავს და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ”,- განაცხადა ნუგზარ პაპავამ.