კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსი 2 პირს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 37- მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 1 მატნის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო მეორეს დაინფიცირების წყარო შესაძლოა ბათუმში მოგზაურობას უკავშირდებოდეს. პაციენტი თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში, პნევმონიის დიაგოზით იწვა.

” 61 წლის მოქალაქე, მცხოვრები სოფელ ენისელში მოთავსებული იყო თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, დიაგნოზით – პნევმონია. სადაც დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია და გადაყვანილ იქნა კოვიდ კლინიკაში. ყვარლის საზ. ჯანდაცვის მიერ მოძიებულია მისი 10 კონტაქტი, მათ შორის ექიმი, რომელთანაც იყო კონსულტაციაზე. ყველა ეს პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. რაც შეეხება წყაროს, პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ ბათუმში მოგზაურობის ისტორია და შესაძლებელია მათ ქონდათ კოვიდის უსიმპტომპო ფორმა, წყაროს გარკვევის მიზნით დაავადებული ქალბატონის ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ სეროლოგიური კვლევა.
მეორე არის 62 წლის პაციენტი, რომელიც დაკავშირებულია მატანში დარეგისტრირებულ კლასტერთან. ის არის 13 სექტემბერს დადასტურებული შემთხევის კონტაქტი”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის რეგიონში დღემდე 37 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის ლაგოდეხში -11 მატანში – 16, ველისციხეში – 7, სიღნაღში – 2 და ყვარელში 1 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები