სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დარეჯან ზარანდიას ინფორმაციით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამავე სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდათ.
„ახალი კორონა ვირუსი დაუდასტურდა ჩვენი სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს, რის გამოც დღეიდან, სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. PCR კვლევა ჩაუტარდა 160 მოსწავლეს და სკოლაში მომუშავე ყველა პედაგოგს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, პედაგოგოგები და მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა დარეჯან ზარანდიამ.
კოვიდინფიცირებული პედაგოგი და ორი მოსწავლე, რუხის კლინიკაში მკურნალობენ. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.