იმერეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კოვიდინფიცირების 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ინფიცირების მთავარი კერა ე.წ. ოქროს სავაჭრო ცენტრია. მისივე თქმით, გამოვლინდა სხვა წყაროებიც და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
“620 აღებული ნიმუშიდან დაგვიდასტურდა 53 ახალი კოვიდინფიცირებული, რომელთა პირველწყარო, ძირითადი ნაწილის არის ე.წ. ოქროს სავაჭრო ცენტრი. თუმცა გვაქვს ახალი წყაროები, რომლებსაც ვსწავლობთ. ეს ხალხი ნაწილი უკვე იზოლაციაშია, ნაწილი დღეს უკვე გადაგვყავს კარანტინში”,- განაცხადა ზვიად შალამბერიძე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. 60 წლამდე ქალბატონი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები