ნინო ნიჟარაძე: ეპიდსიტუაცია დამოკიდებულია ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მოსაზლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეპიდსიტუაცია აჭარაში თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული.
,,ჩვენი ეპიდსიტუაცია დამოკიდებულია ჩვენს ქმედებაზე. რაც უფრო ვიქნებით მკაცრები, მით უფრო შევძლებთ ხვალინდელი დღე გავხადოთ უფრო მშვიდი. ამოქმედდა ონლაინკლინიკები, სადაც ნებისმიერ პირს აძლევენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში”,-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.