ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. სასამართლოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ინფიცირებულებს შორის სასამართლოს მოსამართლეები არ არიან.
უწყების ინფორმაციით, სასამართლოში ეპიდკვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, კორნავირუსის გამოვლენის გამო, სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ გადავიდა.