საქართველოში კორონავირუსით მე-20 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი დღეს ქუთაისში , კლინიკა “ბომონდში” გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, პაციენტი აფხაზეთიდან იყო შემოყვანილი, მას თანმხლები დაავადებები ქონდა. 60 წლის ქალბატონი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. პაციენტი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
დღეს იმერეთში კორონავირუსის 53 შემთხევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები