ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ეკალდიდის ადმინისტრაციულ ერთეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც ცნობილია, კორონავირუსი სკოლის მოსწავლეს აღმოაჩნდა. სოფელში იმყოფებოდნენ ეპიდოლოგები და გაფართოებული კვლევა ჩატარდა.
“ეკალდიდი სოფელ შრომის თემში შედის, იქ პირველადი ტესტირებით კორონავირუსი სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. სკოლაში უკვე აუღეს ტესტები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ასევე, სასწავლო პროცესი ხვალიდან დისტანციურად გაგრძელდება 12 დღის განმავლობაში“, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ოზურგერთის მუნიციპიტეტის საკრებულოს დეპუტატმა დავით ჭაკნელიძემ.