ალექსანდრე მოწერელია: თაობების ცვლა გარდაუვალია, რადგან საქართველოს მომავალი ხართ თქვენ

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსადრე მოწერელია მარტვილში ახალგაზრდებს შეხვდა.

მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მარტვილელ ახალგაზრდებს, განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო, რასაც იგი გამარჯვების შემთხვევაში განახორცირლებს.

მოწერელიამ ქვეყნის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამისთვის მნიშვნელოვანია რეგიონის დეცენტრალიზაცია.

“31 ოქტომბერს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. პარლამენტი დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას და ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ გვექნება ის პრიორიტეტები ქვეყნის განვითარების, როგორც დაკომპლექტდება საქართველოს პარლამენტი. რა თქმა უნდა, ბევრი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს ამ არჩევნებში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ რას სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს. ერთ რამეში ყველანი ვთანმხდებით, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო განვითარდეს. გვქონდეს საშუალება ვიშრომოთ და სტაბილურად განვავითარით ბიზნესი. ბიზნესი არის სწორედ ის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესის განვითარების შედეგად იქმნება სამუშაო ადგილები, ხდება ინვესტიციის მოზიდვა, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება,” – მიმართა ალექსანდრე მოწერელიამ ახალგაზრდებს.

მოწერელიას თქმით, რეგიონის განვითარება ბიზნესის განვითარებასთან ერთად, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმის სფეროს განვითარებას უკავშირდება, მაჟორიტარიბის კანდიდატის განმარტებით, მარტვილს ამ მხრივს დიდი პოტენციალი აქვს.

ალექსანდრე მოწერელიამ შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა. ახალგააზრდებს ძირითადად კითხვები, დასაქმებაზე, ტურიზმის განვითარებასა და ეკოლოგიაზე ჰქოდათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები