,,მოსახლეობა აფასებს, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება და მათი ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ მიდის” -ამის შესახებ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა ბოლოკიანის, კართუბანის, თამარიანისა და საქობოს მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხები და გამოწვევები მოისმინა.
ირაკლი ქადაგიშვილის მხარდასაჭერად ადგილობრივები მზაობას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი მათ პრობლემებს ურეაგიროდ არასდროს ტოვებს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მოსახლეობა კმაყოფილია, რომ მათ მუშაობას ფასი აქვს. ხედავენ ასევე იმასაც, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გაკეთდა და კეთდება. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ იმის განცდა და სურვილი, რომ ეს აღმშენებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწყებული, მათ შორის სოფლად ეკონომიკის განვითარებისათვის ზრუნვა გაგრძელდეს და შეუქცევადი ხასიათი ქონდეს. მოსახლეობა აფასებს, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება და მათი ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესობისკენ მიდის”, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.