40-წლიანი პაუზის შემდეგ, ყაზბეგში მწყემსთა დღე პირველად აღინიშნა

ორმოცწლიანი პაუზის შემდეგ, ყაზბეგში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, მწყემსთა დღე აღდგა. სოფელ ფანშეტში დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თერთმეტმა ცხენოსანმა მიიღო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მცხეთა-მთიანეთში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ცხენოსნებმა 7 წრე, ჯამში კი ათკილომეტრიანი მანძილი დაფარეს. დოღის გამარჯვებული სოფელ სნოს მცხოვრები გახდა. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ცნობისთვის, მწყემსთა დღე მოხევეებში გასული საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ტრადიცია იყო, ორგანიზატორები ამბობენ, რომ დოღის ტრადიცია აღდა და ის ყოველ წელს გაიმართება. ღონისძიებას “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები