“ქართული ოცნება” იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ამჯერად, მმართველი გუნდის ლიდერებმა კანდიდატი ტყიბულში წარადგინეს. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში “ქართულ ოცნებას” ბეჟან წაქაძე წარადგენს.
პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ტყიბულში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ტყიბულში მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა და მათი პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზეა გათვლილი