დღეიდან რუსთავში ელექტროსკუტერებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი
“ავტომობილების ეკო-მეგობრული ტრანსპორტით ჩანაცვლება” – რუსთსველების და “აჭარა ჯგუფის” ახალი ინიციატივაა და დღეიდან ქალაქში ელექტროსკუტერებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ელექტროსკუტერები რუსთავში გარკვეული მარშრუტით იმოძრავებს.
როგორც “აჭარა ჯგუფში” აცხადებენ, ეკო-მეგობრული ტრანსპორტი ქალაქში ავტომობილების შემცირებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას ხელს შეუწყობს.
პირველ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის არეალი შეზღუდული იქნება. ელექტრო მოპედები ქალაქის შემოსასვლელიდან შარტავას, მეგობრობის, მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამაკავშირებელი ხიდის, კოსტავას გამზირის, კულტურისა და დასვენების პარკისა და ძველი რუსთავის სხვადსხვა ქუჩებზე მეტალურგიულ ქარხანამდე იმოძრავებს.