კახეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

კახეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა და 35 შეადგინა. დაინფიცირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და თელავის კლინიკაში, პნევმონიის დიაგნოზით იმყოფებოდა. როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, კახეთში კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით, 2 სამედიცინო კარავი მოქმედებს, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი და ნებაყოფლობითი ტესტირება უტარდებათ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო მონაცემებით, 3502 დადასტურებული შემთხვევაა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 დაემატა და მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები