იმერეთში კოვიდინფექცია 19 ადამიანს დაუდასტურდა, 5 კი გამოჯანმრთელდა

იმერეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.  ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ისევ აჭარას უკავშირდება.

„19 ახალი დადასტრურებული შემთხვევაა დღეს ქუთაისში, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე, კლინიკაში 53 კოვიდდადებითი მკურნალობს.
ახალი შემთხვევები ძირითადად აჭარას უკავშირდება”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურში ამ დროისთვის 53 კოვიდდადებითი, ხოლო კლინიკა “ბომონდში” 79 პაციენტი გადის მკურნალობას.

საქართველოში დღევანდელი მონაცემებით, 3502 დადასტურებული შემთხვევაა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 დაემატა და მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები