აჭარაში კორონავირუსი 128 პირს დაუდასტურდა

აჭარა წითელი ზონის სტატუსს ინარჩუნებს. რეგიონში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 4 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა.

დღეის მონაცემებით, ბათუმის კოვიდცენტრებში 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსზე მკურნალობის კურსს 519 პაციენტი გადის.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კოვიდინფიცირების 196 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები