სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონვირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 – გამოჯანმრთელდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 437 ნიმუში გაიტესტა, საიდანაც 8 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა.
თორიას ინფორმაციით, რეგიონის კიდევ ორ მაცხოვრებელს დაუდასტურდა კორონავირუსი, მათი გატესტვა ბათუმის ინფექციურში მოხდა, თუმცა ისინი პასუხებს არ დაელოდნენ და საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.
“ზუგდიდის ინფრქციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ გაიტესტა 437 ბიოლოგიური მასალა, საიდანაც 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა კოვიდინფექციის. აქედან ორი ეკუთვნის სენაკელი ქალის კონტაქტებს, ასევე სამი არის დადასტურებული ფოთში, რომელიც წარმოდგენს ე.წ. ბათუმის კლასტერს. ასევე გვაქვს ორი ახალი შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ საბერიოს კლასტერიდან. ერთი არის მცირეწლოვანი, რომელიც დედასთან ერთად გადმოყვანილია, ოკუპირებული აფხაზეთიდან. გარდა ამისა, გვაქვს ასეთი შემთხვევაც ბათუმში სამუშაოდ წასულ აბაშის ორ მკვიდრ ქალბატონს, აღმოაჩნდა კოვიდი. შესაბამისი ტესტები მათ ბათუმის ინფრქციურში აუღეს, თუმცა არ დაელოდნენ პასუხს და დაბრუნდნენ აბაშაში, ისინი როგორც კოვიდიფიცირებულები გადმოიყვანეს რუხის კლინიკაში. მათ გააჩნიათ 8 კონტაქტი აბაშის ტერიტორიაზე და მიმდნარეობს მათი გატესტვა, ” – განაცხადა მალხაზ თორიამ.
მალხაზ თორიად ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საკარანტინე სივრცეში ბოლოონაცებით, 144 მოქალაქეა განთავსებული.
რაც შეეხება ქსაოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, კლინიკაში 59 კოვიდინფიცირებუი პაციენტი მკურნალობს ,ხოლო 18 გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერა დღის ბოლომდე მოხდება.