გურიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ერთით გაიზარდა. კოვიდინფიცირების ახალი ფაქტი ოზურგეთში გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.
“ამ დროის მონაცემებით გურიაში გვაქვს 49 შემთხვევა, ერთი დღეს დაგვემატა, აქედან ყველაზე მეტად ყურადსაღებია ზოტი და ლაითური. ზოტში გუშინ ვიმუშავეთ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად. 49 კონტაქტი დავადგინეთ გუშინდელი ინფიცირებულების, რომელთანაც გვექნება სამუშაო, ამ 12 დღის განმავლობაში. პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. ლაითურში ორი შემთხვევა დაგვემატა გუშინ, იქაც მუშაობდა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასევე იქაც ველოდებით ტესტირების პასუხებს”, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.
ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, გურიაში გამოსაკვლევად 300-350 ტესტის პასუხი მზადდება.