რუსთავში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

“2 შემთხვევა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და კოვიდინფიცირების შესახებ ინფორმაცია მე-12 დღეს განმეორებითი ტესტის პასუხის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი.

მესამე დადასტურებული შემთხვევის შესახებ ლუგარის ლაბორატორიიდან 1 საათის წინ გახდა ცნობილი. ინფიცირებულის წყაროებზე ეპიდემიოლოგიური კვლევა ამჟამად მიმდინარეობს. კონტაქტების ნაწილი კი უკვე გამოვლენილია.
რაც შეეხება ოპტიკის თანამშრომლებს, ისინი უკვე იზოლაციაში იმყოფებიან,” – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები