გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა

ქართული ოცნებისბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

დეპუტატობის კანდიდატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებისორბეთის, დიდგორის, თონეთის, ქვედა და ზედა მანგლისის მცხოვრებლებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

გოგი მეშველიანის თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მათ შორის მიმდინარეობს მანგლისის გაზიფიცირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება მიმდებარე სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაც. უახლოეს პერიოდში კი დაიწყება დაბა მანგლისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლის ღირებულება 12 მილიონ ლარს შეადგენს.

მიუხედავად მნიშვნელოვანი სამუშაოებისა, რიგსოფლებში გამოწვევად რჩება სასმელი წყლითუზრუნველყოფა და შიდა სასოფლო  გზები.

ჩვენ, ერთობლივად, აქტიურად ვიმუშავებთმოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხებისგადაჭრაზე“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები