ირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი წლიდან დაიწყება სამუშაოები ყვარელში წყლის სისტემების პრობლემის სამუდამოდ მოსაგვარებლად

,,ყვარელში მომავალი წლიდან დაიწყება კონკრეტული სამშენებლო პროცესი წყალმომარაგების სისტემის ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე დონეზე მოწესრიგებისათვის”- ამის შესახებ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატმა ყვარლის მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხები და გამოწვევები მოისმინა.

სასმელი წყალი- ეს ის ნომერ პირველი პრობლემაა, რომელიც აღნიშნული ქალაქის მაცხოვრებლებს აწუხებთ.

,,დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც ქალაქ ყვარელს გააჩნია. ეს გახლავთ სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემის მოწესრიგება. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას აზიის განვითარების ბანკთან.
მომავალი წლიდან დაიწყება კონკრეტული სამშენებლო პროცესი ყვარელში წყალმომარაგების სისტემის ერთხელ და სამუდამო თანამედროვე დონეზე მოწესრიგებისათვის”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები