ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ბიზნესსექტორთან შეხვედრა მნიშნველოვანია, რადგან მათი საჭიროებები კანონპროექტებში იყოს ასახული

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატი ყვარელში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნულ შეხვედრაზე ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრა, რომელსაც მმართველი გუნდი ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახორციელებს.

ქადაგიშვილის განცხადებით, მსგავსი სახის შეხვედრები ყველაზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მეწარმეებმაც გაიგონ, როგორ ვითარდება ქვეყანა და ხელისუფლებამაც მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით თუ რაში ჭირდებათ შემდგომი ხელშეწყობა და დახმარება.

“საინტერესო შეხვედრა იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პროექტებზე და პროგრამებზე , რასაც სახელმწიფო ფერმერობის ბიზნესის ხელშეწყობისათვის აკეთებს. ამავდროულად ხაზი გავუსვით ყველა იმ საკითხს, რაც მნიშვნელოვანია, რომ მათი საჭიროებები კიდევ უფრო მეტად იყოს ასახული კანონპროექტებში და მათ შორის მთავრობის სამოქმედო გეგმებში”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები